ოფიციალური განცხადება | ქვილითაიამ არისთან კონტრაქტი გაწყვიტა
ლიმასოლის „არისმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს გიორგი ქვილითაიას წასვლის შესახებ აცნობა. მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს და კვიპროსულმა კლუბმა მას მადლობა გადაუხადა.
„არისი იუწყება, რომ ქართველ ფორვარდთან, გიორგი ქვილითაიასთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. მას ჩვენი გუნდის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით და კარიერის მომდევნო ეტაპზე წარმატებას ვუსურვებთ,“- ნათქვამია განცხადებაში.
View this post on Instagram
ცნობისთვის, ქვილითაიამ „არისთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში გააფორმა. ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსული კლუბის მაისურით 49 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 16 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა.
როგორც ირკვევა, ქვილითაიას მსურველები უკვე ჰყავს. Sport FM-ის ინფორმაციით, გიორგის საკუთარ რიგებში ხილვით გერმანული „პადერბორნი“ და რამდენიმე კვიპროსული კლუბი ინტერესდება. 32 წლის თავდამსხმელს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და სიტუაციას სიფრთხილით ეკიდება.