„კიდევ კარგი პედიმ არ მოიგო“ | მასვიდალი ილიას მომდევნო მეტოქეზე
ხორხე მასვიდალი პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლას გამოეხმაურა. „გეიმბრედი“ თვლის, რომ ილია თოფურიასთან შანსი არც ერთ მათგანს არ აქვს და „ბედისთვის“ უკეთესია, რომ დამარცხდა.
„სანახაობრივი ორთაბრძოლა იყო. კარგია, პედი პიმბლეტმა რომ ვერ მოიგო, რადგან ილია მას გაანადგურებდა. რაც შეეხება გეიჯის, ვფიქრობ, ის კარიერას დაასრულებს და სპორტიდან დადებით ნოტაზე წავა, რადგან არ მგონია, თოფურიას ნახვა უნდოდეს.
ჩემი აზრით, გეიჯი და პიმბლეტი ილიაზე ბევრად დაბალ დონეზე არიან და მათმა ორთაბრძოლამ ეს ძალიან კარგად აჩვენა. საუბარი მაქვს როგორც სტრაიკინგსა და ჭიდაობაზე, ისე დაცვასა და შეტევაზე. პიმბლეტთან და გეიჯისთან შედარებით, თოფურია საერთოდ სხვა პლანეტაზეა. იმედია, თოფურიას გეიჯის მისცემენ, რათა კიდევ ერთი მებრძოლი ვიხილოთ, რომელსაც ილია ნაწილებად დაშლის.“
ცნობისთვის, გეიჯიმ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდა. იწერება, რომ მისი და „ელ მატადორის“ ჩხუბს თეთრი სახლის ქარდზე ვიხილავთ.