ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ილიას ახლა ეცინება“ | მერაბის რეაქცია გეიჯისა და პიმბლეტის ჩხუბზე

მერაბ დვალიშვილი UFC 324-ს დაესწრო, რომლის მთავარი მოვლენა ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის დაპირისპირება იყო. „მანქანამ“ YouTube-ის საკუთარ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა და გეიჯისა და პიმბლეტის ჩხუბთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„დარწმუნებული ვარ, ილიას ახლა ეცინება, რადგან პიმბლეტსა და გეიჯის ბინძური კრივი აქვთ. ისინი თავდაუზოგავად იბრძვიან, მაგრამ კარგი ტექნიკა არც ერთს აქვს. ილიას ეცინება, რადგან მისი კრივი ძალიან მაღალი დონისაა.“

მერაბის ვიდეოში სხვა საინტერესო მომენტებსაც ნახავთ. მაგალითად, „მანქანამ“ სცადა, T-Mobile Arena-ში (შენობა, სადაც ღონისძიება გაიმართა) შეუმჩნევლად შესულიყო. დვალიშვილმა სახე პიჯაკით დამალა, თუმცა მაინც იცნეს და მერაბს გულშემატკივრები ავტოგრაფებისა და სამახსოვრო ფოტოების გარეშე არ დაუტოვებია.

სხვათა შორის, პიმბლეტისა და გეიჯის ჩხუბამდე ქართველი მებრძოლი ყოფილ მეტოქეს, შონ ო’მალის, ქომაგობდა. „შუგამ“ სონგ იადონგი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და „მანქანას“ მისი გამარჯვება გაუხარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია, ჩვეულ ფორმას მალე დაიბრუნებენ. მათი როლი გადამწყვეტია“
„იმედია, ჩვეულ ფორმას მალე დაიბრუნებენ. მათი როლი გადამწყვეტია“