ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, დეზირე დუე
Aa
Aa

„იმედია, ჩვეულ ფორმას მალე დაიბრუნებენ. მათი როლი გადამწყვეტია“

„ბორდოს“, „ვილიარეალის“, „ლილისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო მავუბამ, „პარი სენ-ჟერმენის“ სეზონზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გუნდის ლიდერები — ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე და დეზირე დუე — ჩვეულ ფორმას მალე დაუბრუნდებიან.

რას ამბობს მავუბა:

„არ ვიტყოდი, რომ სიტუაცია საგანგაშოა, რადგან მათ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნეს. თუმცა, ფაქტია — როდესაც ხედავ, რომ ბარკოლა ლიგა 1-ის ბომბარდირია, ხვდები, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გვსურს. იმას არ ვამბობ, რომ ბარკოლას ეს არ შეუძლია, მან გოლები უნდა გაიტანოს, მაგრამ თუ გავიხსენებთ გასულ წელს ნანახს, განსაკუთრებით პსჟ-ს მნიშვნელოვან მატჩებში, კვლავ იმედი გვაქვს, რომ კვარა, დუე და დემბელე ძველ ფორმას დაუბრუნდებიან. მათ მართებთ, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშონ და გოლები გაიტანონ“.

„პარი სენ-ჟერმენი“ 19 ტურის შემდეგ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 45 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „ლანსს“ 2 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ფაზაში კი პარიზელები 13 ქულით მე-6 საფეხურზე იმყოფებიან. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო შეხვედრას სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე, 28 იანვარს, სტუმრად „ნიუკასლის“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „გამარჯვების ბოლომდე გვჯეროდა“ - ქეცბაიას გუნდმა დრამატულ ბრძოლაში მოიგო
    „გამარჯვების ბოლომდე გვჯეროდა“ - ქეცბაიას გუნდმა დრამატულ ბრძოლაში მოიგო