„გამარჯვების ბოლომდე გვჯეროდა“ - ქეცბაიას გუნდმა დრამატულ ბრძოლაში მოიგო
კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ საკუთარ მოედანზე ლიმასოლის „აელს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის დებიუტიდანვე, მეორე წუთიდან ქართველი სპეციალისტის გუნდი 0:1 მარცხდებოდა, თუმცა 70-ე და 81-ე წუთებზე გატანილი გოლებით შეხვედრის შემოტრიალება და გამარჯვება შეძლო.
მატჩის დასრულების შემდეგ, თემურ ქეცბაიამ განვლილი შეხვედრა კვიპროსულ მედიასთან შეაფასა.
რა თქვა ქეცბაიამ:
„მინდა მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს, მათ უდიდესი ძალისხმევა გაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში ჩამოვრჩებოდით, გამარჯვების ბოლომდე გვჯეროდა და ეს შევძელით. ეს არ იყო ადვილი გამარჯვება, რადგან ძალიან მაღალი ხარისხის გუნდს დავუპირისპირდით.
ვფიქრობ, გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ. წინა მატჩებშიც კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა ქულების აღებას ვერ ვახერხებდით. ეს გამარჯვება ჩვენთვის ერთგვარი ამოსუნთქვაა. წინ რთული შეხვედრა გველის პაფოსში, რადგან სატურნირო ცხრილში ერთმანეთთან ახლოს ვართ.
მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც კიდევ ერთხელ დაგვიდგნენ გვერდით. მათ კარგად იციან ის სირთულეები, რომლებსაც გუნდი მოედანზე თუ მის მიღმა აწყდება“.
19 ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-10 ადგილე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 1 თებერვალს, სტუმრად „ჩლორაკასთან გამართავს.