გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი, ენდრიკი
Aa
Aa

ენდრიკის ჰეთ-თრიკი - ქართველების მეცი ლიონთან განადგურდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ლიონს“ დაუპირისპირდა და 5:2 განადგურდა.

გიორგი წიტაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა, აბუაშვილი კი მატჩში 78-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც ანგარიში 4:2 იყო.

გიორგი წიტაიშვილის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 48 შეხება, 25-დან 17 ზუსტი პასი (68%), 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 1 ზუსტი დარტყმა, 1 განმუხტვა, ბურთის 2-ჯერ დაბრუნება, 1 საჰაერო დუელი მოიგო. Sofacrore-ის შეფასება - 6.1 ქულა.

რაც შეეხება გიორგი აბუაშვილს, იმ მცირე დროის გათვალისწინებით, რომელიც ქართველს მიეცა, თამაში ასეთი სტატიტიკით დაასრულა - ბურთთან 12 შეხება, 1 წარმატებული დრიბლინგი, 6-დან 6 ზუსტი პასი, 1 განმუხტვა, 1 ვარდნა. Sofascore-ის შეფასება - 6.2.

რაც შეეხება შეხვედრას, გამორჩეული მატჩი ჰქონდა ენდრიკს, რომელიც „ლიონმა“ მადრიდის „რეალიდან“ ინათხოვრა. ბრაზილიელმა შემტევმა „მეცს“ სამი გოლი გაუტანა და თავისი გუნდის გმარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ენდრიკის გარდა, „ლიონიდან“ გოლები რუბენ კლუივერტმა და ტაილერ მორტონმა გაიტანეს, „მეციდან“ კი თავი კუაომ და დიალომ გამოიჩინეს.

19 ტურის შემდეგ, „მეცი“ სატურნირო ცხრილში კვლავ ბოლო, მე-18 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 1 თებერვალს, სტუმრად „ანჟერთან“ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი გუნდით ვამაყობ“ - რა თქვა ასათიანმა ხორვატიასთან მატჩის შემდეგ
„ჩემი გუნდით ვამაყობ“ - რა თქვა ასათიანმა ხორვატიასთან მატჩის შემდეგ