გურამ კაშია
Aa
Aa

„ემოციური თამაში იქნება, გამარჯვება მინდა“ | კაშია ბოლო სანაკრებო მატჩზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების „ინსტაგრამ“ გვერდზე გურამ კაშიას ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი „ჯვაროსნების“ რიგებში გასამართ ბოლო მატჩზე საუბრობს. „კაშო“ 2 ივნისს, ეროვნული ნაკრების მაისურს ბოლოჯერ რუმინეთთან მოირგებს.

„2 ივნისს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ემოციური თამაში იქნება. მინდა, რომ მოვიგო, რადგან პირველივე დღიდან, როდესაც ფეხბურთი დავიწყე, ყველაფერი იყო: „უნდა გაიმარჯვო, უნდა მოიგო.“ რა თქმა უნდა, მარტო მოგებაზე ვიფიქრებ. იმაზე არ ვიფიქრებ, რომ ეს ჩემი ბოლო თამაშია და რაღაც განსაკუთრებული უნდა იყოს. ვითამაშებ ისე, როგორც პატარა ბავშვი.

ფეხბურთში ყველაზე მთავარია, მოედანზე ყოველთვის ის პატარა ბავშვი იყო, რომელმაც ფეხბურთი დაიწყო და ეს სპორტი შეგიყვარდა. კარიერის განმავლობაში ხანდახან ეს მავიწყდებოდა ხოლმე. ხანდახან გამარჯვებით იყავი დაღლილი, ხანდახან — წაგებით, ხანდახან — შეცდომებით, მაგრამ არასდროს უნდა დაგავიწყდეს, რომ ის პატარა ბავშვი დარჩე, რომელიც ეზოში თამაშობდა და უბანში, ორ აგურს შორის გოლი გაჰქონდა. როგორც ეს გოლი გიხაროდა, ისე უნდა გიხაროდეს სულ ფეხბურთის თამაში. ეს არასდროს უნდა დაივიწყო. ვეცდები, ეს პატარა ბავშვი ვიყო.“

ცნობისათვის, საქართველო - რუმინეთის შეხვედრა „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება,

ფოტო: საქართველოს ეროვნული ნაკრები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საოცარი სეზონი აქვთ, გუნდის ლიდერები არიან“ | მარკინიოსი კვარასა და დემბელეზე
„საოცარი სეზონი აქვთ, გუნდის ლიდერები არიან“ | მარკინიოსი კვარასა და დემბელეზე