ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, ჟან სილვა
Aa
Aa

„ბანაკში თოფურიასთან მივდივარ და ერთად გაგანადგურებთ“ - სილვამ ვოლკანოვსკი გამოიწვია

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჟან სილვამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი გამოიწვია და განაცხადა, რომ ავსტრალიელთან საბრძოლველად მოსამზადებელ შეკრებას ილია თოფურიასთან გაივლის. თავდაპირველად, ბრაზილიელმა „დიდებულს“ დიეგო ლოპესის დამარცხება მიულოცა.

რას ამბობს სილვა:

„ლეგენდა ხარ, ძმაო, მაგრამ ყველაფრის წასართმევად მოვდივარ. ახლა საქმე რაშია: ვიცი, რომ ვოლკანოვსკი ევლოევს ითხოვს. არ ვიცი, იმას ითხოვს, რომ არ დაშავდეს? ძმაო, უნდა გაგაწბილო: თუ გინდა, რომ უვნებელი დარჩე, მესმის შენი, მაგრამ თუ ისეთთან გინდა ბრძოლა, ვინც მაგრად ურტყამს — მე აქ ვარ. კიდევ ერთ რამეს გეტყვი: ილია თოფურიასთან მივდივარ ბანაკში, რომ ერთად გაგანადგუროთ. გაფრთხილებ, იქ აუცილებლად ჩავალ“.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიას, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ დიეგო ლოპესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაიცვა.

რაც შეეხება ჟან სილვას, ბრაზილიელი მებრძოლის რეკორდი 17 მოგება და 3 მარცხია, UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში კი მე-6 ადგილს იკავებს. სილვამ ბოლოს 25 იანვარს იჩხუბა და არნოლდ ალენს მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ფინიში მსურდა და არ გამომივიდა“ - ჩემპიონის კომენტარი
„ფინიში მსურდა და არ გამომივიდა“ - ჩემპიონის კომენტარი