სპორტინგმა ბოლო წუთზე მოიგო - ქოჩორაშვილმა მე-80 წუთიდან ითამაშა
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-20 ტურში, გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის „სპორტინგი“ საკუთარ მოედანზე „ნასიონალს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა.
გიორგი ქოჩორაშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მე-80 წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. ამ დროის განმავლობაში ქართველი ნახევარმცველის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 17 შეხება, 13-დან 11 ზუსტი პასი, 1 მოგებული ორთაბრძოლა. Sofascore-ს შეფასება - 6.8.
რაც შეეხება შეხვედრას, ანგარიში 72-ე წუთზე „სპორტინგმა“ პედრო გონსალვეშის გოლით გახსნა, 76-ე წუთზე „ნასიონალმა“ წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე ლუის ხავიერ სუარესმა გაიტანა.
ამ გამარჯვებით, ლისაბონელებმა სატურნირო ცხრილში 56 ქულა დააგროვეს და მეორე პოზიციაზე იმყოფებიან, ლიდერ „პორტუს“ კი 55 ქულა აქვს.
რაც შეეხება ქოჩორაშვილს, ქართველმა ნახევარმცველმა პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მე-14 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაა.
„სპორტინგი“ მომდევნო შეხვედრას 5 თებერვალს, აფს-სთან გამართავს.