თემურ ქეცბაია, ანორთოსისი
Aa
Aa

„პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“ - ქეცბაიას გუნდი ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან დამარცხდა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-20 ტურში, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ სტუმრად ერთ-ერთ კონკურენტს, გათამაშების აწ უკვე მე-9 ადგილოსან „ჩროლანკას“ დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.

ქართველი სპეციალისტის გუნდმა პირველი ტაიმი 35-ე წუთზე გაშვებული გოლით 1:0 წააგო, მეორე ნახევარში კი მეტოქისგან თამაშის მიწურულს, კიდევ ერთი ბურთი გაუშვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, თემურ ქეცბაიამ განვლილი მატჩი კვიპროსულ მედიასთან შეაფასა და მარცხისგან გამოწვეული იმედგაცრუება ვერ დამალა.

რა თქვა ქეცბაიამ:

„ვულოცავ „აკრიტასს“ გამარჯვებასა და სამ ქულას. ძალიან სამწუხაროა — გასულ კვირას სულ სხვა გუნდი ვიხილეთ, დღეს კი საერთოდ სხვა. სამწუხაროდ, როდესაც არ გაქვს ვნება, მონდომება და არ იბრძვი, შედეგიც ასეთია. ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი. როდესაც „ანორთოსისის“ მაისურს ატარებ, წარმოუდგენელია, ასეთი თამაში აჩვენო. პასუხისმგებლობა ჩემზეა, მე ვარ მწვრთნელი. ჩვენი გამოსვლა დღეს ძალიან ცუდი იყო“.

„ხალხი ჩვენ გვერდითაა, გულშემატკივრის საქმე სწორედ გუნდის მხარდაჭერაა, მაგრამ ჩვენ ისინი გავაწბილეთ. ქომაგი გუნდთანაა როგორც შინ, ისე გასვლაზე. 95 წუთი ვითამაშეთ და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფეხბურთელს — ვერც სასტარტო შემადგენლობიდან და ვერც შეცვლაზე შესულს — რომელზეც იტყვით, რომ დღეს თავდადებული თამაში აჩვენა“.

ეს მარცხი „ანორთოსისთვის“ მიდინარე სეზონში მე-8 იყო. ამის გარდა, თემურ ქეცბაიას გუნდს 4 მოგება და 8 ფრე აქვს, სატურნირო ცხრილში კი 20 ქულით მე-11 პოზიციაზე დაქვეითდა. ფამაგუსტელები მომდევნო შეხვედრას 9 თებერვალს, სტუმრად, „არისთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძე მწვრთნელის გარეშეა - გრასიამ წასვლა გადაწყვიტა
ჩაკვეტაძე მწვრთნელის გარეშეა - გრასიამ წასვლა გადაწყვიტა