გიორგი ჩაკვეტაძე, ხავი გრასია
Aa
Aa

ჩაკვეტაძე მწვრთნელის გარეშეა - გრასიამ წასვლა გადაწყვიტა

ხავი გრასიამ „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 55 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ხელმძღვანელებს წასვლის თაობაზე თხოვნით თავად მიმართა. მიზეზად კი ის მოიყვანა, რომ მოტივაციის დაკარგვას გრძნობდა და ფიქრობდა, რომ იმ საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა ჯგუფს, რომლებმაც თავი „უოტფორდში“ მოიყარეს, სჯობს სხვა მწვრთნელმა უხელმძღვანელოს.

ბოლო პერიოდში გიორგი ჩაკვეტაძე და მისი თანაგუნდელები აშკარად სერიოზულ კრიზისში იყვნენ, რადგან „უოტფორდის“ ბოლო გამარჯვება 1 იანვრით თარიღდებოდა, მას შემდეგ კლუბმა სამი მატჩი წააგო და ორი ფრედ დაასრულა. უკვე ცნობილია, რომ სამშაბათს, ჩემპიონშიპის მორიგ ტურში „ჰალ სიტისთან“ საგარეო შეხვედრაში უოტფორდელებს ჩარლი დენიელსის, დენ გოსლინგისა და ადრიან მარიაპას ტრიო უხელმძღვაანელებს, გრასიას შემცვლელის ვინაობა კი უახლოეს მომავალში დასახელდება.

ცნობისათვის, 29 ტურში დაგროვებული 43 ქულით „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა და პლეი ოფის ზონას მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. უახლოეს საათებში ამ კლუბს სავარაუდოდ იჯარით საბა გოგლიჩიძეც შეუერთდება და ორი თანამემამულის, გიორგი ჩაკვეტაძისა და ნიკოლოზ ჩიქოვანის მხარდამხარ იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გოგლიჩიძე წავიდა“ - უდინეზეს მწვრთნელმა საბას ტრანსფერი დაადასტურა
„გოგლიჩიძე წავიდა“ - უდინეზეს მწვრთნელმა საბას ტრანსფერი დაადასტურა