ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა | უოტფორდი სუონსისთან დამარცხდა
ჩემპიონშიფის 30-ე ტურში „უოტფორდი“, რომლის ღირსებასაც გიორგი ჩაკვეტაძე იცავს, საკუთარ მოედანზე „სუონსის“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
ანგარიში 55-ე წუთზე მარკო სტამენიჩმა გახსნა, 80-ე წუთზე კი „გედების“ უპირატესობა ორამდე შეცვლაზე შესულმა ჯოშ კიმ გაზარდა, სტამენიჩმა კი საგოლე პასი გაიფორმა.
რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა და მარცხენა გარემარბის პოზიცია დაიკავა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია.
Sofascore-მა ჩაკვეტაძის თამაში 6.4 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 9 შეხება ბურთთან, 1 არაზუსტი ჩაწოდება, 5-დან 4 ზუსტი პასი (80%), 3-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა და 1 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა. ჩაკვეტაძემ სამჯერ დაკარგა ბურთი და ერთხელ დაჯარიმდა.
30 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 43 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „კრაზანები“ 3 თებერვალს, გასვლაზე, „ჰალის“ წინააღმდეგ გამართავენ.