გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

კვერნაძის გაუქმებული გოლი | ფროზინონემ პირველობა დაკარგა

სერია ბ-ს 22-ე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სტუმრად „ ენტელას“ დაუპირისპირდა და წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა - 1:1.

მასიმილიანო ალვინიმ ქართველი შემტევი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გაამწესა და კვერნაძის თავის გამოჩენაც შეეძლო, თუმცა მისი გოლი მსაჯმა მანამდე დაფიქსირებული წესების დარღვევის გამო გააუქმა.


ქართველმა გარემარბმა მატჩი სრულად ჩაატარა, Sofascore-ისგან 6.3-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 29 შეხება ბურთთან, 1 წარუმატებელი დრიბლინგი, 1 დარტყმა, 4-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 18-დან 15 ზუსტი პასი, 3-დან 3 ზუსტი გრძელი პასი, 4 წაგებული ორთაბრძოლა და 1 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა. კვერნაძემ 10-ჯერ დაკარგა ბურთი და ერთხელ დაჯარიმდა.

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, ანგარიში 49-ე წუთზე „ფროზინონეს“ მცველის, ილარიო მონტერიზის უხეში შეცდომის შემდეგ „ენტელას“ ფორვარდმა, ლუიჯი კუპონემ გახსნა, 90+4 წუთზე კი ანტონიო ფიორიმ „ფროზინონე“ მარცხისგან იხსნა.

22 ტურის შემდეგ „ფროზინონე“ 46 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე დაქვეითდა. მომდევნო მატჩს კვერნაძის გუნდი 7 თებერვალს, საკუთარ კედლებში პირველადგილოსანი „ვენეციას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მისი ადგილი გუნდში თითქმის გაუჩინარდა“ - AS-ის სტატია გაგნიძეზე
“მისი ადგილი გუნდში თითქმის გაუჩინარდა“ - AS-ის სტატია გაგნიძეზე