ნიურნბერგმა მიუნსტერს ვერ მოუგო | ლოჩოშვილმა სრულად ითამაშა
ბუნდესლიგა 2-ის მე-20 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ „პროისენ მიუნსტერს“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1.
მასპინძლებს ანგარიშის გახსნა უკვე პირველივე წუთებზე შეეძლოთ, თუმცა ჯერ პირისპირ გასულმა მოჰამედ ალი ზომამ მეკარეს ვერ აჯობა, შემდეგ კი რაფაელ ლუბახის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. „ნიურნერგი“ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მე-11 წუთზე უკვე ლოჩოშვილსაც შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა ქართველმა მცველმა არაზუსტად დაარტყა.
ანგარიში 55-ე წუთზე მოჰამედ ალი ზომამ გახსნა, 63-ზე კი სტუმართა კაპიტანმა, იორიტ ჰენდრიქსმა წონასწორობა აღადგინა.
ლოჩოშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა, Sofascore-ისგან 6,1-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 46-დან 42 ზუსტი პასი (91%), 8-დან 6 ზუსტი გრძელი პასი (75%), 58 შეხება ბურთთან, 4 ჩაჭრა, 3 ამოტანა, 4 დაბრუნებული ბურთი, 2-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა, 6-დან 4 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 1 წარმატებული დრიბლინგი და 1 დარტყმა.
20 ტურის შემდეგ „ნიურნბერგი“ 26 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ლოჩოშვილის გუნდი 7 თებერვალს, სტუმრად, „პადერბორნის“ წინააღმდეგ გამართავს.