გიორგი მამარდაშვილი, ბეშიქთაში
Aa
Aa

ბეშიქთაშმა ლივერპულს მიმართა | რას წერს Foot Mercato მამარდაზე

„ლივერპულის“ ქართველმა, მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შესაძლოა კარიერა „ბეშიქთაშში“ გააგრძელოს. ამის შესახებ გამოცემა Foot Mercato იტყობინება.

გამოცემის ჟურნალისტის, სანტი აუნას ინფორმაციით, თურქულმა კლუბმა მერსისაიდელებს მამარდაშვილის იჯარით აყვანის შეთავაზებით მიმართა. თურქული კლუბი მზადაა, ქართველი მეკარის იჯარაში 2 მილიონი ევრო გადაიხადოს. გარდა ამისა, „ბეშიქთაშს“ სურს, რომ შეთანხმებაში იჯარის გახანგრძლივების შესაძლებლობაც გაიწეროს.

იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე დარჩა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ლივერპული“ მამარდაშვილის გაშვებას დათანხმდეს. თუმცა „წითლებს“ შეუძლიათ, იჯარიდან დააბრუნონ კიდევ ერთი მეკარე, 24 წლის ვიტესლავ იაროში, რომელიც ზაფხულამდე „აიაქსში“ არის განათხოვრებული.

აქვე გეტყვით, რომ გიორგიმ ბოლოს „წითლების“ მაისურით 12 იანვარს ითამაშა, როდესაც „ლივერპულმა“ ასოციაციის თასზე „ბარნსლის“ მოუგო. სულ მის ანგარიშზე მერსისაიდული კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში 17 მატჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯერ მზად არაა“ - ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი ბუდუ ზივზივაძეზე
„ჯერ მზად არაა“ - ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი ბუდუ ზივზივაძეზე