გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

სად წავა ქვილითაია | ქართველ ფეხბურთელს მსურველი საფრანგეთიდან ჰყავს

გიორგი ქვილითაიამ ლიმასოლის „არისთან“ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით რამდენიმე კლუბი ინტერესდება და ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

Kerkida-ს ცნობით, ქვილითაია შესაძლოა, ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბში გადავიდეს. გიორგი ფრანგული გუნდის სამიზნეა, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ში გამოდის და შესაძლოა, უახლოეს პერიოდში წინადადებით მიმართოს.

Kerkida-მ ქვილითაიაზე გუშინაც დაწერა. კვიპროსული გამოცემის მიხედვით, ქვილითაიას მსურველები ისრაელიდან ჰყავს. ქართველი ფეხბურთელი ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს და სავარაუდო ვარიანტებს განიხილავს.

ბოლო პერიოდში ქვილითაია „პადერბორნს“ დაუკავშირეს და დაიწერა, რომ გერმანელების გარდა, მას რამდენიმე კვიპროსული კლუბიც აკვირდება. Transfermarkt-ზე ქვილითაიას საბაზრო ღირებულება 1 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა მონაკოს, მოურინიო რეალის წინააღმდეგ - ლიგის წილისყრის შედეგები
კვარა მონაკოს, მოურინიო რეალის წინააღმდეგ - ლიგის წილისყრის შედეგები