კვარა მონაკოს, მოურინიო რეალის წინააღმდეგ - ლიგის წილისყრის შედეგები
რამდენიმე წუთის წინ ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუტის წილისყრა გაიმართა, სადაც 2025/26 წლების სეზონში მე-9 ადგილიდან 24-ე ადგილამდე გუნდები დაწყვილდნენ.
როგორც მოგეხსენებათ, მე-9 და მე-16 ადგილზე გასული გუნდები პლეი-აუტში პირველ წრეში განთესილები იქნებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ განმეორებით შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავენ.
პსჟ-ს 2 ვარიანტი ჰქონდა - „მონაკო“ ან „ყარაბაღი“ და პარიზელებს შარშანდელის მსგავსად, წელსაც ფრანგული კლუბი შეხვდათ. ლუის ენრიკეს გუნდი პირველ მატჩს სტუმრად გამართავს და რა თქმა უნდა, წყვილში უდავო ფავორიტია.
ალბათ ყველაზე ცხელი მატჩი „ბენფიკასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გველის. წილისყრის შედეგად, პლეი-აუტში ჟოზე მოურინიო თავის ყოფილ გუნდს შეხვდა.
წილისყრის სრული შედეგები ასე გამოიყურება:

აქვე გეტყვით, რომ პლეი-აუტის თამაშები 17-18 და 24-25 თებერვალს არის ჩანიშნული. რაც შეეხება უკვე 1/8-ფინალურ სტადიას, მატჩები 10-11 და 17-18 მარტს გაიმართება.