კვარა 8-10 დღეს გამოტოვებს - პსჟ-ს ოფიციალური განცხადება
ცოტა ხნის წინ, პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური სამედიცინო ცნობა გაავრცელა.
„ნიუკასლთან მატჩის დროს მიღებული მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის დაზიანების გამო, ხვიჩა კვარაცხელია 8-დან 10 დღემდე პერიოდის განმავლობაში ვერ ითამაშებს“.
- წერია კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
ყველა ცნობა, რომელიც ბოლო 24 საათში გავრცელდა მეტ ნაკლებად სწორი აღმოჩნდა და ხვიჩა სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა.
ბოლო ინფორმაციიდან გამომდინარე, კვარაცხელიას ჯამში 1 ან 2 მატჩის გამოტოვება მოუწიოს. პსჟ მომდევნო შეხვედრას სტუმრად „სტრასბურგთან“ (1 თებერვალი) გამართავს, შემდეგ კი შინ „მარსელს“ (8 თებერვალი) დაუპირისპირდება, სადაც უკვე შესაძლოა კვარამ გარკვეული წუთები მიიღოს. თუ არ გარისკავენ, უკვე 15 თებერვალს სტუმრად „რენთან“ 99%-ით მოედანზე ვიხილავთ.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ კვარას მატჩების გამოტოვების საფრთხე არ ემუქრება. პარასკევს, 30 იანვარს (15:00) ცნობილი გახდება, თუ ვინ იქნება პარიზელთა მეტოქე პლეი-აუტში. თამაშები 17-18 და 24-25 თებერვალს არის ჩანიშნული.
ლიგის „პლეი-აუტში“ პარიზელთა სავარაუდო მეტოქე „მონაკო“ ან „ყარაბაღი“ იქნება. 1/8-ფინალები კი 10-11 და 17-18 მარტს გაიმართება.