საბა გოგლიჩიძე, ვალონ ბეჰრამი
Aa
Aa

„ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში“ | უოტფორდში გოგლიჩიძეზე ისაუბრეს

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდის“ სპორტული დირექტორის ასისტენტმა, ვალონ ბეჰრამიმ „კრაზანების“ სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. ბეჰრამიმ დაადასტურა, რომ „უოტფორდი“ საბა გოგლიჩიძით არის დაინტერესებული და „უდინეზეს“ ქართველი მცველი კლუბის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს.

„გვინდა, ხარისხიანი ფეხბურთელი გავიფორმოთ და სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას ამ მიზნით ვაგრძელებთ. საბა გოგლიჩიძე არის მოთამაშე, რომელსაც განვიხილავთ. მას ბევრი კლუბი აკვირდება და საქმის ბოლომდე მიყვანა მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, გოგლიჩიძე ჩვენი ერთ-ერთი სამიზნეა. მას შეუძლია, როგორც ცენტრალური მცველის, ისე მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში. საბას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა და ვნახოთ, ბოლო დღეებში ვითარება როგორ განვითარდება. ის ნამდვილად ჩვენი ერთ-ერთი სამიზნეა.“

ცნობისთვის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „უოტფორდს“ გოგლიჩიძის იჯარის წესით გადაყვანა სურს, რომელიც ექვსთვიანი იქნება. გოგლიჩიძეს „უდინეზესთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში იწერებოდა, რომ მისით „ტორინო“ და „ბოლონია“ არიან დაინტერესებულნი, ხოლო Transfermarkt-ზე საბას საბაზრო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას ტრავმა ძალიან დიდი პრობლემაა“ | სიომინი პსჟ-ზე
„ხვიჩას ტრავმა ძალიან დიდი პრობლემაა“ | სიომინი პსჟ-ზე