„ხვიჩას ტრავმა ძალიან დიდი პრობლემაა“ | სიომინი პსჟ-ზე
მოსკოვის „ლოკომოტივში“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ნიუკასლის“ მატჩი შეაფასა და ქართველი ფეხბურთელის ტრავმაზეც ისაუბრა.
რა თქვა სიომინმა:
„პსჟ-ს უფრო ეტყობოდა გამარჯვების წყურვილი, თუმცა „ნიუკასლმა“ სწორი სტრატეგია აირჩია. პარიზული გუნდი არაა იმ დონეზე, რომელსაც შარშანდელ სეზონში აჩვენებდა, როცა ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ისინი მაინც რჩებიან ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტებად. ხვიჩას ტრავმა ძალიან დიდი პრობლემაა. ჩემი აზრით, გუნდი შესუსტებულია - ხვიჩასთან ერთად პსჟ გაცილებით ძლიერად გამოიყურება“.
შეგახსებენთ, რომ ქართველმა შემტევმა ტრავმა „ნიუკასლთან“ მატჩის პირველ ტაიმში, ანტონი ელანგასთან ორთაბრძოლაში კოჭის ტრავმა მიიღო და მოედნიდან პირდაპირ გასახდელისკენ გაეშურა. როგორც მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ განაცხადა, კვარას დაზიანება სერიოზული ჩანს, თუმცა ყველაფერი დღეს დაგეგმილი გამოკვლევის შედეგად დაზუსტდება.