შავკატ რახმონოვი
Aa
Aa

„უფრო ძლიერი დავბრუნდები“ - შავკატმა ოპერაცია გაიკეთა

ისლამ მახაჩევის მსუბუქიდან ქვესაშუალო წონაში ასვლის შემდეგ, ბევრი თვლიდა, რომ ამ დივიზიონში დაღესტნელისთვის ყველაზე რთული მეტოქე დაუმარცხებელი ყაზახი მებრძოლი შავკატ რახმონოვი იქნებოდა, თუმცა ჯერჯერობით საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ის ოქტაგონში დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაბრუნდება. ამის მიზეზებთან დაკავშირებით 31 წლის მებრძოლმა გულშემატკივარს საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა.

შავკატ რახმონოვი

მებრძოლის გზა ადვილი არასოდეს ყოფილა. თუმცა, ცხოვრება არ გვიქმნის ისეთ პრობლემებს, რომელთა გადალახვაც არ შეიძლება. ყველა ოცნებას თავისი ფასი აქვს და ზოგჯერ ეს ფასი შენი ჯანმრთელობაა. დღეს გულწრფელი მინდა ვიყო - არსებული ტრავმების გამო კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება დამჭირდა და სრულად გამოჯანმრთელებისთის გარკვეული დრო არის საჭირო, რის გამო ოქტაგონში დაბრუნება კიდევ ერთხელ გადაიდო.

ამასთან შეგუება ადვილი არ არის, მაგრამ მჯერა, რომ ყველა წარუმატებლობა დიდი გეგმის ნაწილია. დავბრუნდები ისეთი ძლიერი, ჭკვიანი და მშიერი, როგორიც არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი მიზანი ისევ ცოცხალია - UFC-ის საჩემპიონო ქამარი ყაზახეთში უნდა ჩავიტანო.

ცნობისათვის, თავად შავკატ რახმონოვმა კონკრეტული თარიღი არ დაასახელა, მაგრამ ჟურნალისტმა არიელ ჰელვანიმ აღნიშნა, რომ ყაზახი მებრძოლის სარეაბილიტაციო პროცესი სავარაუდოდ 9-10 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სისულელეა, კამარუ რამ გაახსენათ“ - რახმონოვი ისლამთან ბრძოლას ითხოვს
„სისულელეა, კამარუ რამ გაახსენათ“ - რახმონოვი ისლამთან ბრძოლას ითხოვს