„მოაწერე ხელი და გაგანადგურებ“ - ბაკლი რახმონოვმა გააბრაზა
„გავიგე, რომ ვიღაც შავკანიან მებრძოლს ჩემთან დაპირისპირება სურს“ - ასეთი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის უზბეკმა მებრძოლმა შავკატ რახმონოვმა, რომელმაც ამერიკელი ხოაკინ ბაკლის გამოწვევას უპასუხა. ბუნებრივია, მისი ეს განცხადება ბევრმა რასისტულ შეურაცხყოფად აღიქვა და გამონაკლისი არც რახმონოვის სიტყვების ადრესატი ყოფილა და ბაკლიმ აზიელს ისეთი პასუხი გასცა, რომელსაც გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება.
ხოაკინ ბაკლი
შავკატ, გავიგე რომ შავკანიანი ბიჭის ნახვა გსურს და მე გაჩვენებ ამ ბიჭს. გაჩვენებ საიდან მოვდივართ, რა გადავიტანეთ, რამდენი წელი ვიბრძოდით და რამდენი რამ წაგვართვეს.
გამუდმებით ფეხს გვიდებდნენ, თუმცა წამოდგომას ყოველთვის ვახერხებდით. რახმონოვს მივმართავ, მოაწეროს კონტრაქტს ხელი და ოქტაგონზე უბრალოდ გავანადგურებ. თუ ეს ამას არ გააკეთებს, სხვა დაზარალდება, რადგან ისე გამაბრაზა, UFC-ში ვისაც შევხვდები, ყველას დავმარხავ.
შეგახსენებთ, რომ ხოაკინ ბაკლი ოქტაგონში ბოლოს 14 ივნისს შევიდა და კამარუ უსმანთან მსაჯთა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დამარცხდა. შავკატ რახმონოვი კი ჯერჯერობით წაუგებელია და მისი უკანასკნელი ბრძოლა 2024 წლის დეკემბრით თარიღდება, როდესაც იან მაჩადო გარის აჯობა.