„მესმის, რატომაც არ აჩხუბეს ქამარზე“ - სეხუდო ცარუკიანზე
UFC-ის ორი წონითი დივიზონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ არმან ცარუკიანზე ისაუბრა და აღნიშნა, რატომ ვერ მიიღო სომეხმა მებრძოლმა მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის შანსი.
რა თქვა სეხუდომ:
„ცარუკიანმა ქამრისთვის ბრძოლა დაიმსახურა, მაგრამ ისიც მესმის, რატომ არ მისცეს დენა უაითმა და UFC-მ მას ასეთი შანსი - როცა მათ სჭირდებოდათ, არმანმა ჩხუბზე უარი თქვა. ასე რომ, ტიტულისთვის ბრძოლის შანსი მას უკვე ჰქონდა. ახლა კი დენა უაითი ეუბნება - „რიგის ბოლოში ჩადექი“. ახლა ცარუკიანის ადგილას რომ ვიყო, ძალიან ხშირად ვიჩხუბებდი“.
ცნობისთვის, 2026 წლის პირველ ღონისძიებაზე მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი იჩხუბებენ. მათ შორის გამარჯვებული კი ილია თოფურიას დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ცარუკიანს, დენა უაითის თქმით, მას არმანთან არანაირი კონფლიქტი არ აქვს.