დენა უაითი: ცარუკიანის გაგდებაც შემეძლო, ყველამ ვიცით, რაც მოხდა...
დენა უაითი აცხადებს, რომ არმან ცარუკიანს არ აქვს კონფლიქტი მასთან და მან თავადაც კარგად იცის, რატომ ვერ მიიღო დროებითი სატიტულო ბრძოლა.
„ის ისევ აქ არის, რადგან, იცით, რა არ გამიკეთებია? მე ის არ გამიგდია, არ დავმშვიდობებივარ, თუმცა შემეძლო ამის გაკეთება. ასე რომ, ჩვენ არ გვაქვს მის მიმართ არავითარი მტრობა, და არ მაქვს არანაირი კონფლიქტი მასთან. არმანი მამაკაცია, და მან თავად იცის, როგორ მოხდა ყველაფერი, რა მოხდა კულისებში. მან ეს იცის – ჩვენ ყველამ ვიცით ეს. მე არასოდეს ვსაუბრობ ამაზე საჯაროდ, რადგან თქვენ, ჟურნალისტები, ბებერი ქალებივით ხართ – იყენებთ ყველაფერს, რაზეც შეიძლება იმსჯელო და კლიკები მოაგროვო. ბევრი რამ ხდება ამ ბიზნესში, მაგრამ ჩვენ ამას ჩვენს შორის ვინახავთ. ასეთია საქმის ვითარება, და არმანმა ეს იცის,“
– თქვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა The MacLife-სთან ინტერვიუში.
მიმდინარე წლის იანვარში არმან ცარუკიანი ბოლო მომენტში გამოეთიშა ისლამ მახაჩევთან სატიტულო ორთაბრძოლას. სომეხმა მებრძოლმა წონის ჩაბარება ვერ შეძლო და ეს ზურგის ტრავმას დააბრალა.
შემდეგ კი უარი თქვა მატეუშ გამროტთან რევანშზე და UFC-ის შეთავაზებას „შეურაცხყოფა“ უწოდა.
მიუხედავად ამისა, არმანი ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის სატიტულო ბრძოლას აზღვევდა, ხოლო ნოემბერში ოქტაგონს დაუბრუნდა და ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, როცა დენ ჰუკერი დაამარცხა.