სეხუდო: ამჟამად იანის დამარცხება მხოლოდ ერთ მებრძოლს შეუძლია
სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ჰენრი სეხუდომ თქვა, თუ ვის შეუძლია პიოტრ იანის დამარცხება და მისთვის საჩემპიონო ქამრის ართმევა.
„არც კი ვიცი, ახლა ვინ შეიძლება დაამარცხოს პიოტრი. ალბათ, მხოლოდ უმარ ნურმაგომედოვმა. მაგრამ არ ვიცი, ამ შემთხვევაშიც ვერ ვიტყვით ზუსტად. იანი ძალიან მაგარ ფორმაშია, ის მაგარი ბიჭია“.
- თქვა სეხუდომ.
უმარ ნურმაგომედოვი თავის მომდევნო დაპირისპირებას დეივისონ ფიგერედოს წინააღმდეგ გამართავს. მათი ბრძოლა UFC 324-ზე შედგება, რომელიც 24 იანვარს ლას-ვეგასში გაიმართება. რაც შეეხება თავად სეხუდოს, ის ბოლოს პეიტონ ტალბოტთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილი UFC 323-ზე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.