ილია თოფურია, კამარუ უსმანი, ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

UFC გააკრიტიკა, რადგან ცარუკიანს სატიტულო ჩხუბი არ მისცეს | ფანებმა მახაჩევს უპასუხეს

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა თავის ყოფილ დივიზიონში, მსუბუქ წონაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. მახაჩევმა UFC-ის მატჩმეიკერები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ არმან ცარუკიანს ილია თოფურიასთან საჩემპიონო ჩხუბი ეკუთვნოდა.

„შესაძლოა, UFC-ს ეს არ მოეწონოს და ვიღაცას ეწყინოს, მაგრამ სულ უფრო გაუგებარ ორთაბრძოლებს აორგანიზებენ. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, არმანს უნდა მიეღო საჩემპიონო ჩხუბი. პიმბლეტისა და გეიჯის გამარჯვებული თოფურიას შეხვდება, რაც ნიშნავს, რომ ცარუკიანი ქამრისთვის კიდევ ერთ წელიწადს ვერ იჩხუბებს. რთულია, მაგრამ ასეთი პერიოდი კარიერაში მეც მქონია,“ — განაცხადა მახაჩევმა.

ისლამის კომენტარი სოციალურ ქსელებში გავრცელდა და MMA-ის ფანების კრიტიკაც მოჰყვა. მათი თქმით, უსამართლობაა მახაჩევი აქცენტს ცარუკიანზე აკეთებდეს და თავად კამარუ უსმანს ითხოვდეს, რომელიც ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მერვე ადგილზეა.

გულშემატკივრების რეაქციები

„ისლამ, არ შეიძლება UFC-ის მატჩმეიკერები გააკრიტიკო და პარალელურად, იწვევდე მერვე ადგილზე მყოფ უსმანს, რომელსაც ბოლო ოთხ წელიწადში ერთი გამარჯვება აქვს. თანაც მაშინ, როდესაც ბევრი ღირსეული პრეტენდენტი გყავს.“

„პიმბლეტისა და გეიჯის ჩხუბის გამარჯვებული უფრო იმსახურებს ტიტულზე ბრძოლას, ვიდრე კამარუ უსმანი.“

„კარგი ისლამ, მაგრამ არ შეიძლება UFC გააკრიტიკო და პარალელურად, ცდილობდე უსმანს ეჩხუბო.“

„რა ფარისევლობაა. UFC-ს აკრიტიკებს და თვითონ კამარუ უსმანს ითხოვს.“

„ისლამ, მორალესს ეჩხუბე.“

ცნობისთვის, კამარუ უსმანი ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია, მაგრამ 38 წლისაა და 2021 წლის ნოემბრის შემდეგ, ერთადერთი, ვინც დაამარცხა, ხოაკინ ბაკლია.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რაღაც მიზეზების გამო არ გამოჩენილხარ“ | მალიხინის უხეში პასუხი მერაბს
„რაღაც მიზეზების გამო არ გამოჩენილხარ“ | მალიხინის უხეში პასუხი მერაბს