ნოვაკ ჯოკოვიჩი, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

“მხოლოდ ღმერთმა იცის რა მოხდება მომავალში“ - ჯოკოვიჩი ფინალის წაგების შემდეგ

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში კარლოს ალკარასი ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა 4 სეტში 2:6 6:2 6:3 7:5 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩა კომენტარი გააკეთა.

ჯოკოვიჩი:

„მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა. პირველ რიგში, კარლოსს გამარჯვებას ვულოცავ. რასაც შენ აკეთებ ამის აღსაწერად საუკეთესო სიტყვა „ისტორიის დაწერაა“.

ასევე მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს. მადლობა გულშემატკივრებს, აქ საოცარი გარემო სუფევდა. თქვენ ბოლო წლებში ჩემი საუკეთესო და ცუდი ვერსია ნახეთ და მუდამ გვერდში მედექით.

მინდა ნადალს მივმართო, რომელიც ახლა აქ არის. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა: ძალიან უცნაური შეგრძნებაა, როცა შენ მანდ გხედავ და არა კორტზე. პატივი იყო შენთან კორტის გაზიარება. მადლობა, რომ დღეს აქ ხარ. აქ ბევრი ესპანელი ლეგენდაა და ერთ-ერთის წინააღმდეგ დღეს ვიბრძოდი.

იცით? გამარჯვების და წაგების სიტყვაც მომზადებული მქონდა. კარგი ეს ხუმრობით. ხუმრობა გვერდზე გადავდოთ, დღეს კარლოსის დღეა. ამ ტურნირმა საოცარი ისტორია მომცა და აქაურობას პოზიტიური განწყობით ვტოვებ. კარლოს , კიდევ ერთხელ გილოცავ.

მხოლოდ ღმერთმა იცის რა მოხდება მომავალში. 6 თვეში ან 1 წელიწადში. ეს დიდებული დაპირისპირება იყო, მადლობა ყველას.“

ცნობისთვის, ალკარასს კარიერაში 7 დიდი სლემი დაუგროვდა. 2 ამერიკის ღია პირველობა, 2 უიმბლდონი, 2 როლან გაროსი და 1 ავსტრალიის ღია პირველობა. ამ მომენტისთვის, 22 წლის ესპანელი ATP რეიტინგს 13650 ქულით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები