„ციფრებს ჩახედეთ და ისე გააკეთეთ დასკვნები“ - ხაბიბმა კრიტიკოსებს უპასუხა
შერეული ორთაბრძოლების ბევრი მოყვარული ხაბიბ ნურმაგომედოვის გუნდის წევრებს არასანახაობრივი ბრძოლების ჩატარების გამო უმძიმესად აკრიტიკებს და უმეტესობა თვლის, რომ ისლამ მახაჩევი და მისი თანაგუნდელები მხოლოდ საჭიდაო და გრეპლინგის უნარების ხარჯზე აღწევენ წარმატებას. სწორედ ამასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ხაბიბს და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„არ მაინტერესებს რას იტყვის ხალხი. კარგია თუ მოსწონთ ჩვენი გუნდი და მისი წევრები, მაგრამ თუ არ მოსწონთ, ამის გამო ოდნავადაც არ ვინერვიულებ. ციფრებს ჩახედონ და დასკვნები მერე გააკეთონ. რამდენი საჩემპიონო ქამარი გვაქვს მოგებული, ეს ყველაფერი ჩვენს სიძლიერეზე კარგად მეტყველებს და მე აზროვნებას ვერავის ვერ შევუცვლი.
არსებობს ძალიან ბევრი ტურნირი და ბევრი მებრძოლი. გულშემატკივარი თავად ირჩევს ვის უქომაგოს, მე და ჩემი გუნდის წევრები კი აქ იმისთვის ვართ, რომ რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიპოვოთ და MMA-ს ისტორიაში შევიდეთ“.
ცნობისათვის, ხაბიბ ნურმაგომედოვმა შერეულ ორთაბრძოლებში კარიერა დაუმარცხებელი მებრძოლის რანგში დაასრულა. მისი გუნდის მთავარი ვარსკვლავი ისლამ მახაჩევი კი 16-ბრძოლიანი მოგებათა სერიით მიიწევს წინ და UFC-ის ორი წონის ჩემპიონია.