მერაბ დვალიშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„მერაბიც შეიძლება იყოს“ - ხაბიბი უმარის მომდევნო მეტოქეზე

UFC-ში ზედიზედ მეორე ბრძოლის მოგების შემდეგ, უმარ ნურმაგომედოვი მაქსიმალურად ცდილობს შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ხელმძღვანელობისგან კიდევ ერთი სატიტულო ჩხუბი მიიღოს. ამაში მას ტიტულოვანი და დაუმარცხებელი მთავარი მწვრთნელის ხაბიბ ნურმაგომედოვის სახით, რომელიც ამავდროულად მისი ნათესავიცაა, სერიოზული ხელშემწყობი ჰყავს. სწორედ ხაბიბს ჰკითხა ერთ-ერთ გამოცემის წარმომადგენელმა უმარის მომავალ დაპირისპირებაზე და მისგან ასეთი პასუხი მიიღო:

„ვფიქრობ მოცემულ ეტაპზე როგორც ჩვენთვის, ასევე სხვებისთვის მნიშვნელოვანი იყო სუპერმსუბუქ დივიზიონში საუკეთესო ოთხეული ჩამოყალიბებულიყო, რაც მოხდა კიდეც. საუკეთესო ოთხ შორის არიან შონ ომალი, მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი და უმარ ნურმაგომედოვი. თუ ისე გადაწყდა, რომ იანი-დვალიშვილის ტრილოგია აუცილებლად უნდა შედგეს, მაშინ უმარი ომალისთან დიდი სიამოვნებით იჩხუბებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ომალი-იანის შეხვედრა ჩანიშნეს, მაშინ უმარი მერაბთან ბრძოლას მიიღებს“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის რიგით მესამე დაპირისპირება იმის გამო, რომ რუსმა მებრძოლმა ოპერაცია გაიკეთა, მინიმუმ ივლისამდე გადაიწია, რის გამოც როგორ განვითარდება ამ წონაში მოვლენები, ჯერჯერობით ყველასთვის გამოცანად რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როდისთვის იქნება მზად პიოტრ იანი | რას ამბობს მისი მენეჯერი
როდისთვის იქნება მზად პიოტრ იანი | რას ამბობს მისი მენეჯერი