კინტეროს ხელფასს ქომაგები გადაუხდიან - უცნაური დაბრუნება კოლუმბიაში
Aa
Aa

კინტეროს ხელფასს ქომაგები გადაუხდიან - უცნაური დაბრუნება კოლუმბიაში

კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელი ხუან კინტერო სამშობლოში ბრუნდება და მას ხელფასს გულშემატკივრები გადაუხდიან. როგორც „ინდეპენდიენტე მედელინის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, 33 წლის ნახევარმცველთან კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს და ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებენ, თუმცა არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რაშიც ერთგული გულშემატკივრების თანადგომა დასჭირდებათ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ კლუბი კინტეროსთვის ხელფასის გადახდას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ საშინაო მატჩებზე დასასწრებ 40 ათას აბონიმენტს გაჰყიდის. ამის თაობაზე „ინდეპენდიენტე მედელინის“ ოფიციალურ გვერდებზე ინფორმაცია სათანადოდ უკვე გავრცელდა და 10 ათასი აბონიმენტის რეალიზებაც მოხერხდა. სხვათა შორის, ქომაგები იმდენად დიდი სურვილით არიან შეპყრობილი ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავი საყვარელი გუნდის შემადგენლობაში იხილონ, რომ აბონიმენტების რეალიზაციის კუთხით დიდი აქტიურობა იგრძნობა, რაც „მედელინის“ შეფებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევთ.

ცნობისათვის, ხუან კინტერო „ინდეპენდიენტე მედელინის“ შემადგენლობაში 2017-2018 წლებში იჯარით ასპარეზობდა და 25 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. ბოლოს კი ვეტერანი ნახევარმცველი „რივერ პლეიტის“ ღირსებას იცავდა, თუმცა ბუენოს-აირესის კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და „მილიონარიოსი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემთვის გეგმა A, B და C სკალონია“ - კლაუდიო ტაპია არგენტინის ნაკრებზე
„ჩემთვის გეგმა A, B და C სკალონია“ - კლაუდიო ტაპია არგენტინის ნაკრებზე