რუსეთმა ოდესის სტადიონი დაბომბა - რობაქიძისა და გაგნიძის მატჩი გადაიდო
რუსულმა არმიამ ოდესის ცენტრალურ სტადიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რამაც უკრაინის პრემიერლიგის მორიგ ტურში გიორგი რობაქიძის „ჩერნომორეცისა“ და ნიკა გაგნიძის „კოლოსის“ მონაწილეობით ჩანიშნული მატჩის გადადება გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია სტადიონის სახურავი და ტრიბუნების ნაწილი. დაშავდა 29 წლის ქალი, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება.
სოციალურ ქსელში სტადიონზე გადაღებული ვიდეო ვრცელდება, რომელზეც სარაკეტო იერიშის შედეგად მიყენებული ზიანი ჩანს.
Rusya, Ukrayna'nın Odessa kentindeki Çernomorets Stadyumu'nu vurdu.
— Conflict (@ConflictTR) August 7, 2026
Saldırı sonucu can kayıplarının olduğu bildirildi.
- Kyiv Post pic.twitter.com/w2xYJLKQoW
როდის ჩატარდება ჩერნომორეცი-კოლოსის მატჩი, ჯერჯერობით უცნობია.