კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუს პროტესტი | კრიშტიანუ ალ-ნასრის მომდევნო მატჩის გამოტოვებას აპირებს

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ „ალ-რიადს“ დაუპირისპირდება. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ამ შეხვედრაში მონაწილებას არ მიიღებს, რაც მისი მხრიდან საპროტესტო გზავნილი იქნება.

A Bola-ს ცნობით, რონალდუ საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის ქმედებებითაა უკმაყოფილო. ეს ორგანიზაცია „ალ-ნასრის“ „ალ-ჰილალის“, „ალ-აჰლისა“ და „ალ-იტიჰადის“ აქციების 75-75 პროცენტს ფლობს და კრიშტიანუ თვლის, რომ საუდის არაბეთის სუვერენულ ფონდს მიკერძოებული პოლიტიკა აქვს.

საუბარი ძირითადად კარიმ ბენზემას ტრანსფერზეა, რომელიც დიდი ალბათობით კარიერას „ალ-ჰილალის“ რიგებში გააგრძელებს. რონალდუს აზრით, ეს გარიგება სამართლიან კონკურენციას აზიანებს და ადასტურებს, რომ „ალ-ჰილალი“ სუვერენული ფონდის ფავორიტია, ხოლო „ალ-ნასრი“ შემადგენლობის გასაძლიერებლად საჭირო მხარდაჭერას ვერ იღებს.

რონალდუს პროტესტი კლუბის მენეჯმენტის მიმართ არაა. „ალ-ნასრის“ აღმასრულებელი დირექტორი კრიშტიანუს ახლო მეგობარი, ჟოზე სემედუა, და პორტუგალიელს მასთან არანაირი პრობლემა არ აქვს. კრიშტიანუს მიაჩნია, რომ „ალ-ჰილალი“ ფონდის მთავარი ფავორიტია.

ცნობისთვის, ბენზემა „ალ-იტიჰადში“ ასპარეზობდა და კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მას შემდეგ მოუვიდა, რაც ახალი კონტრაქტის თაობაზე „სასაცილო“ წინადადება მიიღო. საუდის არაბეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია და უახლოეს პერიოდში ბევრი რამ გაირკვევა. „ალ-რიადისა“ და „ალ-ნასრის“ დაპირისპირება დღეს გაიმართება და თბილისის დროით, 19:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას გარეშე - კაცნაკლულმა პსჟ-მ სტრასბურგს დიდ ბრძოლაში მოუგო
ხვიჩას გარეშე - კაცნაკლულმა პსჟ-მ სტრასბურგს დიდ ბრძოლაში მოუგო