ტიტული დაიცვა - ვოლკანოვსკიმ ლოპესი დაამარცხა
UFC 325-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის სატიტულო ბრძოლა გაიმართა. ერთმანეთს Qudos Bank Arena-ს ოქტაგონზე კვლავ ალექს ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი დაუპირისპირდნენ.
ბევრი ელოდა, რომ მოქმედი ჩემპიონი ნოკაუტით გაიმარჯვებდა, თუმცა ლოპესმა დიდებული წინააღმდეგობა გაუწია და ბრძოლა 5 რაუნდი გაგრძელდა.
გულშემატკივრებმა საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება იხილეს. რიგ ეპიზოდებში ვოლკანოვსკი გაცილებით უკეთესი იყო და ფეთქებად ბრაზილიელს არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა.
ბრაზილიელი ყველაზე კარგი პირველ რაუნდში იყო, თუმცა ევროპული სტრატეგიითა და გამოცდილებით, ალექსმა ბრძოლა თანდათან გაათანაბრა და შემდეგ უპირატესობაც მოიპოვა.
ჩემპიონმა უკეთესი ფიზიკური კონტროლი და საინიციატივო ბრძოლა აჩვენა, რამაც საბოლოო შედეგზე იმოქმედა.
ვოლკანოვსკიმ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო და ტიტული დაიცვა.(50-45, 49-46, 49-46).
ALEXANDER VOLKANOVSKI DEFEATS DIEGO LOPES BY UNANIMOUS DECISION! (49-46 x2, 50-45)
— Championship Rounds (@ChampRDS) February 1, 2026
AND STILL!!! #UFC325 pic.twitter.com/I5tk6IH4Vi