ლუკა ლაცაბიძე
Aa
Aa

იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე | ლაცაბიძე დანიაში ითამაშებს

„შახტარის“ მცველი, ლუკა ლაცაბიძე, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად დანიაში მიდის. ავტორიტეტული დანიური გამოცემის, Tipsbladet-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი „ველიეს“ შეუერთდება, რომლის ღირსებასაც გიორგი ტაბატაძე იცავს.

„ველიე“ ლაცაბიძეს იჯარის წესით გაიფორმებს, რომლის ვადაც სეზონის ბოლომდე იქნება. დანიურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება, რაც ნიშნავს, რომ ზაფხულში ლუკა „შახტარში“ დაბრუნდება და გადაწყვეტს, რა ნაბიჯი გადადგას.

„ველიემდე“ ლაცაბიძეს „კადისს“ უკავშირებდნენ. დაიწერა, რომ ესპანელები იჯარაზე სერიოზულად ფიქრობდნენ და მზად იყვნენ, უკრაინული კლუბისთვის შეთავაზება გაეკეთებინათ. საბოლოოდ, ამ მხრივ არაფერი გამოვიდა და ლუკამ დანიას მიაშურა.

ცნობისთვის, ლაცაბიძემ სეზონის პირველი ნაწილი იჯარით თბილისის „დინამოში“ გაატარა. მან 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა. ლუკა თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია; 2024 წელს ის „შახტარს“ შეუერთდა, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი ოდესის „ჩორნომორეცში“ გაანათხოვრა. დონეცკურ კლუბთან ლუკას კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს პროტესტი | კრიშტიანუ ალ-ნასრის მომდევნო მატჩის გამოტოვებას აპირებს
რონალდუს პროტესტი | კრიშტიანუ ალ-ნასრის მომდევნო მატჩის გამოტოვებას აპირებს