„განსაკუთრებული მებრძოლი“ | დუ პლესი თოფურიას აქებს და მასთან ვარჯიში სურს
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, დრიკუს დუ პლესიმ კარლოს კონტრერას ლეგასპის ინტერვიუ მისცა. ესპანელმა ჟურნალისტმა დუ პლესის ილია თოფურიას შესახებ დაუსვა შეკითხვა და სამხრეთ აფრიკელმა „ელ მატადორზე“ ისაუბრა.
„მე და ილია კარგი მეგობრები ვართ და მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს. მას უდიდეს პატივს ვცემ და UFC-ის Pound for pound რეიტინგში პირველ ადგილს დამსახურებულად იკავებს. მოტივაციას მაძლევს ის, რასაც თოფურია აკეთებს და ის კარგი ადამიანი, მამა და მეუღლეცაა.
ილიას წარმატების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ვსაუბრობთ ხოლმე და საერთო ვარჯიშებზეც გვილაპარაკია. ესპანეთში სიამოვნებით ჩავიდოდი და თოფურიასთან ვივარჯიშებდი. ილია განსაკუთრებული მებრძოლია.“
შეგახსენებთ, რომ დუ პლესი საჩემპიონო ქამარს ხამზატ ჩიმაევის წინააღმდეგ დაიცავს. მათი ორთაბრძოლა UFC 319-ის მთავარი მოვლენა იქნება და ჩიმაევის კუთხეში არმან ცარუკიანი იდგება, რომელიც „ელ მატადორს“ დიდი ხანია იწვევს.