ქართველი მეკარე ალბანეთის ჩემპიონში | თანდილაშვილმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

ქართველი მეკარე ალბანეთის ჩემპიონში | თანდილაშვილმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

22 წლის ქართველი მეკარე ლევან თანდილაშვილი კარიერას ალბანეთის მოქმედ ჩემპიონ ეგნატიაში გააგრძელებს. მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.ლევანმა ახალ კლუბში ალბანეთის ნაკრების მეკარე მარიო დაისინანი უნდა შეცვალოს, რომელიც, დიდი ალბათობით, გუნდს მალე დატოვებს და ქართველი პირველი მეკარე გახდება.

თანდილაშვილს საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებებში თამაშის გამოცდილება აქვს. გასულ წელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იმყოფებოდა, თუმცა მოედანზე არ გასულა.

2020 წლიდან თელავის მეკარე იყო, 2023 წლის ნახევარი სეზონი თბილისის ლოკომოტივში იჯარით გაატარა, შემდეგ თელავში დაბრუნდა და გასული წლის ბოლომდე კახური გუნდის ღირსებას იცავდა.

2025 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონში თელავის რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, 32-დან 8-ში კარი მშრალად შეინახა. 

ლევანმა Instagram-ში დაწერა: 

„რთულია დაემშვიდობო ადგილს, რომელიც 6 წლის განმავლობაში შენი სახლი იყო. აქ გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება. თელავთან ერთად ბევრი გამარჯვება და სირთულე გამოვიარე. მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელებს ნდობისთვის, ყველას, ვინც ჩემს განვითარებაში წვლილი შეიტანა: თითოეულ მწვრთნელს, სამედიცინო შტაბს, გუნდში მომუშავე ყველა ადამიანს და, რა თქმა უნდა, ჩემს თანაგუნდელებს. მადლობა თელაველ გულშემატკივრებს, ვინც ამ გზაზე გვერდით გვედგა. ეს იყო დაუვიწყარი პერიოდი, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება.

ახლა დროა ახალი გამოწვევებისთვის, თუმცა ამ გზას ყოველთვის დავაფასებ. წარმატებები თელავს. მჯერა, რომ გუნდი კიდევ ბევრ გამარჯვებას მიაღწევს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2 თებერვლის სატრანსფერო ზონა
2 თებერვლის სატრანსფერო ზონა