ყველა დროის საუკეთესონი - ვოლკანოვსკის რჩეულები
UFC-ის თითქმის ყველა ღონისძიების წინ გამართული პრესკონფერენციების დროს, მთავარი ორთაბრძოლის მონაწილეებს ბევრ საინტერესო კითხვებს უსვამენ. რა თქმა უნდა, ცნობილ მებრძოლებს უწევთ არჩევანის გაკეთება და საკუთარი ვერსიით ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენების დასახელება. ანალოგიური რეალობის წინაშე დადგა ლეგენდარული ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი, რომელმაც კითხვაზე, თუ რომელ ოთხ მებრძოლს დაუტოვებია ყველაზე დიდი კვალი UFC-ის ისტორიაში, ასეთი პასუხი გასცა:
„სიაში პირველ ადგილზე აუცილებლად დემეტრიუს ჯონსონს დავაყენებდი, თავისი საოცარი სვლითა და საჩემპიონო ტიტულის უამრავი დაცვით. არავითარ შემთხვევაში არ დავივიწყებ ჟორჟ სენ-პიერსა და ანდერსონ სილვას, რომლებიც ნამდვილი ლეგენდები არიან. მართალია მასთან ვმეგობრობ, მაგრამ ისრაელ ადესანია ამ სიაში ჩემი სუბიექტური დამოკიდებულების გამო არ ხვდება - ის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლია“.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, თბილისის დროით გამთენიისას, ალექსანდრ ვოლკანოვსკი ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ტიტულის დაცვას დიეგო ლოპესთან რემატჩში შეეცდება. კარიერის მანძილზე 37 წლის ავსტრალიელს 31-დან 27 ბრძოლა აქვს მოგებული, საიდანაც 16 ფინიშით დაასრულა. მისი დებიუტი 2012 წელს შედგა და მას შემდეგ ქვემსუბუქ წონაში ტიტული ხუთჯერ დაიცვა.