ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, რობერტ უიტეკერი
Aa
Aa

„მაქსი და ვოლკი ხალხს ანადგურებდნენ, შემდეგ ილია მოვიდა“ | უიტეკერი თოფურიას აქებს

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, რობერტ უიტეკერმა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლები დაასახელა. „რიპერის“ რეიტინგში ილია თოფურია მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ალექსანდრ ვოლკანოვსკის ჩამორჩება.

„ილია რეიტინგის სათავეში უნდა იყოს და თითქმის პირველ ადგილზე გავიყვანე, რადგან დიადი მებრძოლები ერთმანეთის მიყოლებით ნაწილებად დაშალა, შემდეგ კი მაღალ წონით დივიზიონში გადავიდა და კიდევ ერთი დიადი მებრძოლი გაანადგურა. ეს ფაქტი უგულებელყოფილი არ უნდა დარჩეს.

ჩემი რეიტინგის პირველი ნომერი ალექსანდრ ვოლკანოვსკია, რადგან ვოლკია და ამ წონით დივიზიონში ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ბუგიმენები იყვნენ — ისინი მეტოქეებს ანადგურებდნენ და არც ერთთან ახლო ჩხუბი არ ჰქონიათ, სანამ ერთმანეთს არ შეხვდნენ. შემდეგ კი ილია მოვიდა და ორივე ნაწილებად დაშალა.“

საინტერესოა, რომ უიტეკერის სიაში მესამე ადგილს ჟოზე ალდო იკავებს. მაქს ჰოლოუეი მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო ხუთეულს კონორ მაკგრეგორი ასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა მონაკოს, მოურინიო რეალის წინააღმდეგ - ლიგის წილისყრის შედეგები
კვარა მონაკოს, მოურინიო რეალის წინააღმდეგ - ლიგის წილისყრის შედეგები