განახლებული ინფორმაცია - როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა
„უოტფორდმა“ ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, მათ შორის გაავრცელა ბოლო ცნობები გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე.
რას წერს „უოტფორდი“:
„ჩაკვეტაძე მთელი კვირის განმავლობაში სპორტდარბაზში მუშაობდა, სადაც ძალისმიერ ვარჯიშებს ასრულებდა, რათა უკეთეს ფორმაში შეხვდეს პერიოდს, როცა ტერფის ძვლის კომპლექსური ტკივილი ჩაუცხრება“.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვე „ონავრებს“ აპრილის შემდეგ ვერ ეხმარება. მანამდე კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქართველი ფეხბურთელი მოედანს სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს.
აქვე გეტყვით, რომ „უოტფორდმა“ ჩეპმიონშიფში სეზონი „ჩარლტონთან“ მარცხით დაიწყო (0:1), ლიგის თასზე კი „ნორვიჩთან“ დამარცხდა (1:2) და ასპარეზობას გამოეთიშა.