SER Catalunya: ბარსა რაშფორდს €30 მილიონად ვეღარ გამოისყიდის
„ბარსელონა“ მარკუს რაშფორდს 30 მილიონ ევროდ ვეღარ გამოისყიდის - ამის შესახებ კატალონიური გამოცემა SER Catalunya-ს ჟურნალისტი ნილ სოლა იტყობინება.
მისი ინფორმაციით, იჯარის ხელშეკრულებაში გაწერილი იყო პუნქტი, რომლის მიხედვითაც „ბარსელონას“ „მანჩესტერის“ გარემარბის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლო. ნილ სოლა აცხადებს, რომ ეს პუნქტი 31 მარტის ჩათვლით მოქმედებდა, შესაბამისად, „ბლაუგრანამ“ გადაწყვიტა, რაშფორდი ამ ფასად არ გამოისყიდოს.
მისივე ცნობით, ახლა „ბარსელონა“ „მანჩესტერთან“ მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს, რათა ტრანსფერის ღირებულება შეამციროს, ან 28 წლის შემტევის იჯარა კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივოს, რაც რთული მისაღწევი იქნება.
ნილ სოლას ინფორმაციით, ამჟამად ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ რაშფორდი „ბარსას“ სეზონის ბოლოს დაემშვიდობება.
ცნობისთვის, 39 მატჩში რაშფორდმა „ბლაუგრანას“ მაისურით 10 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი მიითვალა.