ლიონელ მესი
Aa
Aa

„მის წინააღმდეგ თამაში კოშმარი იყო“ - მილნერმა მესიზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმს მილნერმა, რომელმაც ახლახანს პრემიერ ლიგაში სარეკორდო, 654-ე მატჩი ჩაატარა, გარი ლინეკერთან პოდკასტში სტუმრობისას საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გაამხილა, ვის წინააღმდეგაც უთამაშია.

ალბათ, არავის გაგიკვირდებათ, რომ ჯეიმს მილნერის რჩეული ლიონელ მესი გახდა.

რას ამბობს მილნერი მესიზე:

„საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია? აშკარად, მესი! ყოველგვარი ეჭვის გარეშე. ის უბრალოდ, სხვა პლანეტიდანაა.“

ამ პასუხის შემდეგ, ლინეკერმა გაიხსენა ის მომენტი, როდესაც „კამპ ნოუზე“, „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგური დაპირისპირებისის დროს, ლიონელ მესიმ მილნერს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა, რაზეც მილნერმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„როდესაც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ბურთს ფეხებს შორის გიტარებს, ეს დიდად არ მადარდებს.“

კითხვაზე, თუ როგორია მესის, როგორც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში, მილნერი ასე პასუხობს - „ეს ნამდვილი კოშმარია. ალბათ, იცი საითაც წავა, უნდა რომ ბურთი მარცხენა ფეხზე გადაიტანოს, მაგრამ მის შეჩერებას მაინც ვერ ახერხებ.“

ამის შემდეგ, ვეტერანმა ინგლისელმა დაამატა:

„ბურთით ის უფრო სწრაფად დარბის და დრიბლინგებს აკეთებს, ვიდრე უბურთოდ. შეიძლება გარშემო სამი კაცი ეხვიოს, მაგრამ მაინც იცის, რომ იქვე მისი თანაგუნდელია და ბურთს ზუსტად მას აძლევს.“

„როდესაც მის წინააღმდეგ ვთამაშობდით, განსაკუთრებით „ლივერპულის“ მატჩებში, ვცდილობდით, თავის ნებაზე არ მიგვეშვა... ცოტა გაგვეღიზიანებინა, წყობიდან გამოგვეყვანა და აქა-იქ მხარიც მიგვერტყა. არ შეიძლება საუკეთესოებს თავისუფლება მისცე, თორემ რასაც მოისურვებენ, იმას გააკეთებენ. ეს ნამდვილად პატივისცემის ნიშანია.“

მესის შესახებ საუბრის ბოლოს, მილნერმა აღნიშნა, რომ არგენტინელი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ მთავარი ვარსკვლავი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ემილიანო სალას ტრაგედია | კარდიფი ნანტისგან 110 მილიონს ვერ მიიღებს
ემილიანო სალას ტრაგედია | კარდიფი ნანტისგან 110 მილიონს ვერ მიიღებს