„ტრაგედია, სირცხვილი!“ - კაპელომ იტალია მწვავედ გააკრიტიკა
ლეგენდარულმა იტალილმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ იტალიის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენაზე კომენტარი გააკეთა და გუნდი მწვავედ გააკრიტიკა.
რას ამბობს კაპელო:
„ასეთი ისტორიისა და პრესტიჟის მქონე გუნდისთვის ეს შედეგი მიუღებელია. მთელი ღამე ვერ დავიძინე, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ იმას, რაც მოხდა. ჩვენ ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია. ეს არის სპორტული ტრაგედია, სირცხვილი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც იტალიურ ფეხბურთს თავის უახლეს ისტორიაში თავს გადახდენია“.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ შეძლო გასვლა. „სკუადრა აძურა“ საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ბოსნია & ჰერცეგოვინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.