ჯანლუიჯი ბუფონი
Aa
Aa

„ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია“ - ბუფონი იტალიის ნაკრების კრახზე

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ და იტალიის ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჯანლუიჯი ბუფორმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

რა თქვა ბუფონმა:

„ეს რთული მომენტია. დრო გვჭირდება სიტუაციის შესაფასებლად. სეზონი ივნისში მთავრდება, ამიტომ ფედერაციის, პრეზიდენტისა და ყველას მიმართ, ვინც ნდობა გამოგვიცხადა, სწორი და სამართლიანი იქნება, თუ მანამდე დავრჩებით. თუ ჩვენს თამაშში პოზიტიურ ცვლილებებსა და გაუმჯობესებას ამჩნევთ, ძალიან მიხარია. ეს ერთ-ერთი მიზანი იყო. თუმცა, აშკარაა, რომ მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა გახლდათ. იქ ვერგასვლა მართლაც ძალიან მტკივნეულია. ახლა საღად განსჯის უნარის დაკარგვის რისკის წინაშე ვართ, ამიტომ აქ შევჩერდები. ივნისამდე აქ ვიქნებით, მერე კი ვნახავთ, თუ რა მოხდება მომავალში“.

შეგახსენებთ, რომ ბოსნია & ჰერცეგოვინასთან მარცხის შემდეგ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ ჯენარო გატუზოსა და მის სამწვრთნელო შტაბს ნდობას უცხადებს და ნაკრებიდან მათ გათავისუფლებას არ განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი“ | გატუზოს კომენტარი ბოსნიასთან წაგების შემდეგ
„გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი“ | გატუზოს კომენტარი ბოსნიასთან წაგების შემდეგ