მსოფლიო ჩემპიონატი, ჯენარო გატუზო
Aa
Aa

„გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი“ | გატუზოს კომენტარი ბოსნიასთან წაგების შემდეგ

იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. „სკუადრა აძურა“ საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა. მატჩის შემდეგ იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ კომენტარი გააკეთა და ქომაგებს ბოდიში მოუხადა.

„გუნდთან საუბარი ახლახან დავასრულე. ბიჭებისთვის მადლობის გარდა არაფერი მეთქმის. წლებია არ გვინახავს იტალიის ნაკრები, რომელიც ასეთი ჟინით თამაშობდა. ძალიან მტკივნეული შედეგია, მაგრამ უნდა მივიღოთ, სხვა გზა არ არის. მსაჯზე ლაპარაკი არ მინდა. მეორე გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა და ჩაწოდებებმა პრობლემები შეგვიქმნა.

ჩემი ფეხბურთელებით ძალიან ვამაყობ. ამ შედეგთან შეგუება მტკივნეული იქნება და პირადად ჩემთვის ეს ძალიან დიდი დარტყმაა. დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ წამომივა, დაცლილი ვარ. იტალიური ფეხბურთის წინსვლისთვის მსოფლიოზე გასვლა მნიშვნელოვანი იყო და საშინელებაა, ყველაფერი ასე რომ დასრულდა.

მინდა, გულშემატკივრებს ბოდიში პირადად მოვუხადო, რადგან მსოფლიოზე ვერ გავედით. მაგრამ მინდა, მათ იცოდნენ, რომ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. ფეხბურთი ასეთი სპორტია. წლებია ფეხბურთში ვარ და მქონია მომენტები, როცა წარმატებას მივაღწიე. იყო მომენტები, როდესაც ისე გავნადგურდი, როგორც დღეს, მაგრამ ეს, რაც ახლა მოხდა, ბევრად რთული გადასატანია.“

ცნობისთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და იტალიის მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. ბოსნიელებმა ოთხიდან ოთხი თერთმეტმეტრიანი გაიტანეს, იტალიელთა რიგებში კი პენალტები არაზუსტად პიო ესპოზიტომ და ბრაიან კრისტანტემ შეასრულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დემბელე, მბაპე და ხვიჩა - Sport-ი ლუის ენრიკეს მიდგომებზე წერს
დემბელე, მბაპე და ხვიჩა - Sport-ი ლუის ენრიკეს მიდგომებზე წერს