ობლაკს ატლეტიკოს დატოვება სურს | მადრიდელები მამარდაშვილს აკვირდებიან
ესპანურ პრესაში ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. El Chiringuito-ს ჟურნალისტმა, ალექს სილვესტრემ „ატლეტიკოსა“ და იან ობლაკს შორის შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა და გიორგი მამარდაშვილი ახსენა.
სილვესტრეს მიხედვით, ობლაკის გაფორმებით საუდის არაბეთის ჩემპიონატის წარმომადგენლები ინტერესდებიან. სლოვენიელი გოლკიპერი „როხიბლანკოსის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მათ ზაფხულში გუნდიდან წასვლის თაობაზე ესაუბრება.
33 წლის მეკარემ საუდელებისგან წინადადებაც მიიღო და იმედოვნებს, რომ მადრიდელები მას გაუშვებენ. სილვესტრეს მიხედვით, თუ ობლაკმა „ატლეტიკო“ დატოვა, დიეგო სიმეონეს გუნდი „მამარდას“ გადაყვანას შეეცდება. „როხიბლანკოსი“ ქართველი მეკარეს აკვირდება და მის გარშემო შექმნილ ვითარებას თვალს ადევნებს.
???? "Si Oblak se marcha del Atleti este verano, el club está atento a la situación de Mamardashvili".
— El Chiringuito TV (@elchiringuitotv) April 1, 2026
ℹ️ Información de @alexsilvestreSZ
????https://t.co/Dzpy8a4lZ2 pic.twitter.com/wqUCxrIEc0
ობლაკს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 17 მილიონი ევროა. რაც შეეხება მამარდაშვილს, წარსულში რამდენჯერმე დაიწერა, რომ გიორგი მცირე სათამაშო დროით იმედგაცრუებულია და ალტერნატიულ ვარიანტებზე ფიქრობს.