ისტორიაში უკვე მეორედ - გიბრალტარის კლუბმა ევროტურნირებზე თამაში გაინაღდა
Aa
Aa

ისტორიაში უკვე მეორედ - გიბრალტარის კლუბმა ევროტურნირებზე თამაში გაინაღდა

საქართველოს საფეხბურთო კლუბები უკვე ზუსტად 21 წელია ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას უშედეგოდ ცდილობენ და ამ დროს ისეთი პატარა და უსახელო ქვეყნის საფეხბურთო ისტორია იწერება, როგორიც გიბრალტარია. საუბარი გვაქვს „ლინკოლნზე“, რომელმაც ოთხი წლის წინანდელი შედეგი გაიმეორა და მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

44 წლის ესპანელი სპეციალისტის, ხუანხო ბეზარესის მომზადებულმა გუნდმა ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის „ნოასთან“ ორივე მატჩი ფრედ (1:1, 0:0) დაასრულა და 11-მეტრიანების სერიაში მეტოქე 6:5 დაამარცხა. შედეგად, „ლინკოლნი“ გავიდა რანგით მეორე ევროპული ტურნირის პლეი ოფში, სადაც „ბრაგას“ შეხვდება და თუ პორტუგალიელებს დაამარცხებს, ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვდება, წაგების შემთხვევაში კი, კონფერენს ლიგის ფინალურ ეტაპზე მაინც იასპარეზებს.

წლევანდელ ევროტურნირებზე გამოსვლა გიბრალტარის ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც ფარერების „ვიკინგურს“ სტუმრად - 3:2, ხოლო საკუთარ სტადიონზე 1:0 მოუგო. მომდევნო ეტაპზე კი, როგორც მოსალოდნელი იყო, „ცრვენა ზვეზდასთან“ ვერაფერს გახდა და შინ სერბებთან მატჩი - 0:1, გასვლაზე კი 1:5 დათმო, რის შემდეგაც ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა და როგორც მოგახსენეთ, ჩვენს მეზობლებს აჯობა.

„ლინკოლნის“ რიგებში 18 გიბრალტარელი და 12 ესპანელი ფეხბურთელი გამოდის, თითო-თითო ლეგიონერი კი განიდან, სენეგალიდან და ფილიპინებიდან არის წარმოდგენილი. განსაკუთრებით ცნობილი არც ერთი მათგანი არ არის და რის ხარჯზე აღწევს გუნდი წარმატებას, რთული სათქმელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოთარ გაბელია: „ასეთი ლეგიონერების ჩამოყვანას ახალგაზრდების დაწინაურება სჯობს“
ოთარ გაბელია: „ასეთი ლეგიონერების ჩამოყვანას ახალგაზრდების დაწინაურება სჯობს“