საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ფრე სომხეთთან | მატჩი 3:3 დასრულდა
Aa
Aa

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ფრე სომხეთთან | მატჩი 3:3 დასრულდა

საქართველოს 19-წლამდე წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. 

ჩვენი გუნდის რიგებში გოლები ანანო წიქარიძის, ანასტასია ბუჩუკურის და ლიზი კაკულიას ანგარიშზეა. საქართველოს და სომხეთის 19-წლამდე ნაკრებების პირველი ამხანაგური მატჩი ლავრენტი დავითაშვილის გუნდის გამარჯვებით, 5:1 დასრულდა. 

სომხეთთან მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილი იყო. 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩვენი გუნდი ბ ლიგის მეხუთე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც სლოვენიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონია უმასპინძლებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვიტესის ყველა ფეხბურთელი უკლუბოდ დარჩა - სად ითამაშებს იეგოიანი
ვიტესის ყველა ფეხბურთელი უკლუბოდ დარჩა - სად ითამაშებს იეგოიანი