ლიონელ მესი, დევიდ ბექჰემი
Aa
Aa

ბექჰემი: არავის უყვარს ბარსელონა ისე, როგორც მესის

„ინტერ მაიამის“ თანამფლობელმა, დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ  კარიერის დასრულების შემდეგ, ლიონელ მესის ბარსელონაში დაბრუნება სურს.

7 დეკემბერს „ინტერ მაიამმა“ ახალი ისტორია დაწერა და MLS პირველად მოიგო. ფინალში გუნდმა ვანკუვერი 3:1 დაამარცხა, 38 წლის არგენტინელმა კი ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

„მსურს, რომ მესი მაიამიში დარჩეს კარიერის დასრულების შემდეგ, მაგრამ ლეომ მითხრა, რომ მას მხოლოდ „კამპ ნოუს“ მახლობლად სურს ცხოვრება. არც ერთ მოთამაშეს არ უყვარს „ბარსელონა“ ისე ძლიერ, როგორც მას. „ბარსას“ ემბლემა შეგიძლიათ ნახოთ მის ფეხზე და წყლის ბოთლზეც კი“, – თქვა ბექჰემმა.

შეგახსენებთ, რომ ლეო MLS-ში 2023 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 49 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 26 ასისტი მიითვალა.

გეტყვით ასევე, რომ მესი „ბარსელონას“ აღზრდილია და ის კლუბში 2004-დან 2021 წლამდე თამაშობდა. არგენტინელმა „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში 778 მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 303 ასისტი მიითვალა. გარდა ამისა, მესიმ „ბარსასთან“ ერთად, ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი 4-ჯერ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ამჯერად შეუდარებელი იყო“ - ფრანგული მედია კვარაზე
“ამჯერად შეუდარებელი იყო“ - ფრანგული მედია კვარაზე