“ძალიან ლამაზი მომენტია“ - მესი MLS-ის მოგების შემდეგ
ინტერ მაიამიმ ახალი ისტორია დაწერა. დევიდ ბექჰემის გუნდმა MLS პირველად მოიგო. ინტერ მაიამიმ ფინალში ვანკუვერი 3:1 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა არგენტინელმა ლიონელ მესიმ კომენტარი გააკეთა.
მესი:
„აქ მოსვლ 3 წლის გადავწყვიტე და ახლა ჩემპიონები ვართ. სამწუხაროდ, გასულ წელს პლეი-ოფის პირველივე ეტაპზე გამოვვარდით. წელს MLS-ის მოგება ჩვენი მთავარი მიზანი იყო. საკმაოდ გრძელი და დამღლელი სეზონი გამოვიდა. ეს არის მომენტი, რომელსაც ველოდი. ვფიქრობ, ჩემპიონობა დავიმსახურეთ. ახლა ძალიან ლამაზი მომენტია.“
შეგახსენებთ, რომ მესიმ ფინალში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩემპიონატის ბომბარდირი კი 29 გოლით გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ამ მატჩის შემდეგ კარიერა დაასრულეს „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა, ჟორდი ალბამ და სერხიო ბუსკეტსმა. ორივე მათგანი „ინტერ მაიამის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავდა.