„ფეხბურთს სოქერი არ უნდა დავუძახოთ“ | დონალდ ტრამპის კომენტარი
აშშ-ის დედაქალაქში, ვაშინგტონში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. ღონისძიებას ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაესწრო და ბევრ თემასთან ერთად, ფეხბურთსა და „სოქერზეც“ ისაუბრა, როგორც ამ სპორტს ამერიკელები უწოდებენ.
„ჩვენ აშშ-ში ფეხბურთს სოქერს ვეძახით და არ ვუწოდებთ ფეხბურთს, რადგან ამ შემთხვევაში, კონფლიქტი ჩნდება სპორტთან, რომელსაც ფეხბურთს ვეძახით (ამერიკულ ფეხბურთს გულისხმობს). რომ დავფიქრდეთ, მივხვდებით, რომ ამერიკული ფეხბურთისთვის ფეხბურთი არ უნდა დაგვერქმია.
NFL-ს (ნაციონალური საფეხბურთო ლიგა) ახალი სახელი უნდა მოვუფიქროთ, რადგან რომ დავფიქრდეთ, ეს ცოტათი სისულელეა.“
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის ცერემონიაზე ტრამპს მშვიდობის ჯილდო გადასცეს, რომელიც წლეულს დააწესეს. მოგვიანებით, ტრამპმა ფავორიტები დაასახელა და ესპანურ გამოცემასთან ესპანეთი აირჩია, ფრანგულთან - საფრანგეთი.